სოფელ მატანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა – მშენებლობის 99% უკვე შესრულებულია.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის საქლორატოროს ტესტირება მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც მატანის მოსახლეობა სტაბილურ წყალმომარაგებას მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ასევე, მოხდება დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენაც და ამასთან,სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 60 კმ-ზე მეტი წყალმომარაგების ახალი ქსელი, აშენდა სათავე ნაგებობა, რეზერვუარი და საქლორატორო. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.