დღეს მთავრობის სხდომაზე შვიდ საკითხს განიხილავენ
დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მინისტრთა კაბინეტი სულ 7 საკითხს განიხილავს.
1. საქართველოს კანონის პროექტები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ ;
2. საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ;
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ორანჟერეასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, შპს „ჩორდულა ჰესსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2018 წლის 12 თებერალს „ჩორდულა ჰესის“ შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიების თაობაზე”;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო-პოლიმეტალები) შესწავლა-მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ ;
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” (8 პროექტი) ;
7. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” .