ახალი ამბები

სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკები ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს დააწესებენ

სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ვალდებულება ექნებათ, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მათი ანაზღაურება ღირსეული უნდა იყოს.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფო კლინიკაში, კერძოდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პილოტურ რეჟიმში წარმატებით ხორციელდება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ღირსეული ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

“იმ მომგებიანობიდან გამომდინარე, რაც სექტორს აქვს, მოვუწოდებ, თავისის სურვილით გადახედოს მათ ხელფასებს, აიღოს ჩვენი მაგალითი, რა შეიძლება, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე იყოს მინიმალური ანაზღაურება, ექიმებისთვის და ექთნებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც თავიანთი შრომიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე იმსახურებენ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პირველი არხის ეთერში.