სოფელ კონდოლში, სანიაღვრე არხიდან გადმოსულმა წყალმა გზა დატბორა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, აბანოების უბანში, სანიაღვრე არხიდან გადმოსულმა წყალმა გზა დატბორა.
ადგილობრივების თქმით, არხი საიდანაც მოსახლეობას სარწყავი წყალი მიეწოდება, დანაგვიანებული და მოუწყობელია.
“მთელი დღეა ასეთი მდგომარეობაა, ზოგს წყალი სახლშიც შეუვარდა, დახმარებას ვითხოვთ. სარწყავმა წყალმა გზა დატბორა, გადაადგილება გვიჭირს” -განაცხადეს ადგილობრივებმა.
https://youtube.com/shorts/XGLvboef35o?feature=share