თელავში ზალიკო სულაკაურის სამხატვრო სახელოსნო გაიხსნება
სექტემბრიდან თელავში მხატვარი ზალიკო სულაკაური სამხატვრო სახელოსნოს გახსნის.
სამხატვრო სახელოსნოში მოსწავლეები ხატვის შესწავლას შეძლებენ.
„როგორც იქნა დადგა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და ძალიან სასიახულო დღე, როცა უკვე დარწმუნებით შემიძლია შეგატყობინოთ სამხატვრო სახელოსნოს გახსნის ამბავი. მივიღებთ მოსწავლეებს ხატვის, ძერწვის, ქარგვის წრეებზე. სამი წლიდან ზემოთ, ასაკის შეუზღუდავად”,- წერს სოციალურ ქსელში ზალიკო სულაკაური.