ახალი ამბები

25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელია.

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 19-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლოობში, დღის საათებში, +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.