ახალი ამბები

ლაგოდეხი, ბლუზის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯი, უკვე მეოთხედ, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ცნობილ ბლუზ ლეგენდებსა და მუსიკოსებს მასპინძლობს.

საერთაშორისო ბლუზის ფესტივალი, ქვეყანის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას, ბლუზის პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში მაღალი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 2019 წლის პანდემიის შემდეგად გამოწვეული ორ წლიანი პუზის შემდეგ, ამა წლის 16 ივლისს, ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი, გრანდიოზული კონცერტით, გაიხსნა, რომელიც საქართველოში და ისრაელში უკვე კარგად ცნობილმა ბლუზ არტისტმა, ვახო ჟორჟოლიანმა საკუთარ ბენდთან ერთად გახსნა.

ეს საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო ბლუზ ფესტივალია, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ცნობილი ბლუზ ლეგენდები, როგორებიც არიან: შერონ ლევისი, ბონი ფილდსი, სირ ვალდო ვოტერსი, ბიგ დედი ვილსონი, კარლოს ჯონსონი და ა.შ.

ფესტივალის გახსნა, დიდი პატივია ნებისმიერი მუსიკოსისთვის და განსაკუთრებით ბლუზის შემსრულებლისთვის. ვახო ჟორჟოლიანი, როგორც ისრაელში, ისე საქართველოში, ბლუზის ერთ-ერთ გამორჩეულ შემსრულებლად ითვლება, ეს კი მისი არაორდინალური შესრულების სტილის დამსახურებაა, რომელიც მსმენელს მომენტალურადიბყრობს, ჰარმონიკა, ელექტრო გიტარა, სლაიდ გიტარა, ბას-გიტარა, კლარნეტი, საქსაფონი და ა.შ. ეს ის ინსტრუმენტებია, რომელზეც ქართველი ბლუზ შემსრულებელი, ყველაზე საინტერესო მუსიკოსად აღიარებული ვახო ჟორჟოლიანი უკრავს.

,,ფესტივალი 16 ივნისს გავხსენი ჩემს ბენდთან ერთად, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და დაფასებაა, ორგანიზატორების მხრიდან, ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა,ფესტივალის ფარგლებში ყოველ წლიურად საქართველოში ჩამოდიან ბლუსის ლეგენდები, ლაგოდეხის ნაკრძალში მოწყობილ ბლუზის ფესტივალზე მოსულ მსმენელს, გარდა იმისა რომ შეუძლია ისიამოვნოს და დატკბეს არაჩვეულებრივი გარემოთი, მათ აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ უმაღლესი ხარისხისბლუზი ცოცხალი შესრულებით” – განუცხადა Knews.ge- მუსიკოსმა და ბლუზ არტისტმა ვახო ჟორჟოლიანმა.