ახალი ამბები

საქართველოს აერთიანებ შენ- ინსტალაცია თელავის თეატრის წინ- ფოტოები

საქართველოს აერთიანებ შენ- აშშ-ის საელჩოს ინიციატივით შექმნილი ინსტალაცია თელავის თეატრის წინ გამოჩნდა.

პროექტის ფარგლებში, ინსტალაცია, თემით ,,ერთობა დაყოფის წინააღმდეგ” თელავში იგეგმება 17 ივლისამდე იქნება წარმოდგენილი.

,,ჩვენი კამპანიის “საქართველოს აერთიანებ შენ” ფარგლებში, გამორჩეული ქართველი ხელოვანების დახმარებით, მოვაწყეთ ორი გამოფენა, რომელიც ეძღვნება დათითოკაცების საფრთხეებს და გვიჩვენებს თუ რა დადებითი ეფექტი აქვს ერთიანობას ჩვენი ერისთვის. ეს გამოფენები შექმნილია იმისთვის, რომ მოხიბლოს, შთააგონოს და გააერთიანოს ჩვენი ერი“,- აცხადებენ აშშ-ს საელჩოში.