მოსახლეობა- თელავში ვანდალურ ფაქტებზე რეაგირება არ ხდება
ბოლო პერიოდში ქალაქ თელავში ვანდალური ფაქტები გახშირდა.
წარწერები სხვადასხვა შენობებზეა დაწერილი. ადგილობრივების თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სამსახურების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდება.
მათი თქმით, არა მხოლოდ ცენტრალური მოედნის, ასევე ქალაქის უბნებში არსებული საცხოვრებელი კორპუსების და მათ შორის კულტურული ძეგლების იერსახეა დამახინჯებული უხამსი წარწერებითა და ნახატებით.
აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.