თელავის უნივერსიტეტთან, სპორტულ-რეკრეაციულ ობიექტთან მისასვლელი გზის და პარკინგის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ, სპორტულ-რეკრეაციულ ობიექტთან მისასვლელი გზის და პარკინგის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 280 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება და ასევე, მოეწყობა პარკინგი ავტომანქანებისათვის და ველოსიპედებისათვის.
პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები ახალ მრავალფუნქციურ სივრცესთან მისასვლელად, რომელიც ასევე საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული, გაუმჯობესებული და კომფორტული გზით ისარგებლებენ.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზამშენი 2005 ასრულებს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მასზე 316 372 ლარი დაიხარჯება.