რა საკითხებს განიხილავს მინისტრთა კაბინეტი დღეს მთავრობის სხდომაზე
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხს დღეს 14:00 საათზე განიხილავს.
აქედან თითო-თითო საკითხს განათლების და ფინანსთა მინისტრები, 8 საკითხს ეკონომიკის, ხოლო 3 საკითხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარადგენენ.
1. საქართველოს კანონის პროექტები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – მომხსენებელი: განათელბის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი;
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საქპლასტი 2022“ – სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფ/პ ზურაბ თოფურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „გლდანის მზის ელექტროსადგური 1-ის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „გლდანის მზის ელექტროსადგური 2-ის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „გლდანის მზის ელექტროსადგური 3 -ის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „ქსნის მზის ელექტროსადგურის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „უოთერ 2 ვაიარ ჯორჯიას’’ შორის „ძუღური ჰესის’’ შესახებ 2020 წლის 28 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულების თაობაზე განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა თაობაზე“ – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ემ თი ეის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ” – მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში ასახვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე” – მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
11. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;
12. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი – გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ” – მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;
13. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ტექნიკური რეგლამენტის – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ – მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;