ახალი ამბები

თელავში, ზუზუმბოს კორპუსებში მცხოვრებლები – სასმელ წყალს ნაგავი მოყვება

ქალაქ თელავში, ე.წ. ზუზუმბოს კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობის თქმით, სასმელ წყალს ნაგავი მოყვება.

როგორც ადგილობრივებმა knews.ge-ს განუცხადეს, წყალს ქვიშა და პარკები მოყვება. ისინი საკითხით დაინტერესებას შესაბამის სამსახურებს სთხოვენ.
,,წყალს ნაგავი მოყვება. გვაქვს წყლის დიდი ავზი და ქალაქის წყალი რომ მოდის ვავსებთ ხოლმე. წყლის შემავალი მილი ხშირად იჭედება, რადგან ნაგავი მოსდევს. გუშინაც გაიჭედა მილები და რომ ვნახეთ, პოლიეთილენის პარკები და სხვა ნაგავი იყო გაჭედილი. მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება და შეამოწმოს ვარგისია თუ არა წყალი”,-აცხადებენ ადგილობრივები.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ თელავის წყალმომარაგებასა და ხარისხზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა პასუხისმგებელი. knews.ge კომპანიის წარმომადგენლების კომენტარს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

https://youtube.com/shorts/cSX5E2wfG84?feature=share