სოფელ კურდღელაურში მცხოვრები მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრები მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, მათ ერთი კვირაა წყალი არ მიეწონებათ. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას და შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.
,,მე-4 დღეა წყალი არ გვაქვს. ტრანსპორტი არ მყავს და საიდან მოვიტანო დასალევი წყალი? გუშინ უნდა მოსულიყო წესით მაგრამ არ მოვიდა. სოფელში გამგებლის წარმომადგენელს მივმართეთ და დაგვპირდა პრობლემის მოგვარებას და უშედეგოდ”,-აცხადებენ ადგილობრივები.
აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში knews.ge-ს განუცხადეს, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად უწყება შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს და წყალმომარაგება უახლოეს დღეებში აღდგება.