1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.