ახალი ამბები

ჯანმო- მწვავე ჰეპატიტის საშიში მძიმე ფორმა 33 ქვეყანაში მცხოვრებ 900-ზე მეტ ბავშვთან გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მწვავე ჰეპატიტის საშიში მძიმე ფორმა 33 ქვეყანაში მცხოვრებ 900-ზე მეტ ბავშვთან გამოვლინდა.

ჯანმოს ინფორმაციით, მწვავე ჰეპატიტის საშიში მძიმე ფორმისგან 18 ბავშვი გარდაიცვალა, 45-ს კი ღვიძლის გადანერგვა სჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვებში უცნობი სახის ჰეპატიტი ვრცელდება – რა სიმპტომებს ასახელებენ ჯანდაცვის ექსპერტები

„33 ქვეყანა იტყობინება ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის მძიმე ფორმის 920 შემთხვევის შესახებ. შემთხვევების ნახევარი ევროპაში, მესამედი კი აშშ-ში დაფიქსირდა“, – აცხადებენ ჯანმოში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ ეთერში, აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ასეთი 450 შემთხვევაა გამოვლენილი. ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალი ტიპის მწვავე ჰეპატიტი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ვრცელდება.

“ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე დაბალია, საშიშროება, რომ ამის უკან იდგეს რაღაც აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი” – დაფიქსირდა თუ არა აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა საქართველოში?

ივანე ჩხაიძის განმარტებით, ჯერჯერობით საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევა არ დაფიქსირებულა და როგორც მან განმარტა, თუ მსგავსი შემთხვევა იქნება ლუგარის ლაბორატორიაში ამის დადგენა შესაძლებელი იქნება.

ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება, სისუსტე და სიყვითლე – ივანე ჩხაიძის განმარტებით, ეს აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის სიმპტომებია, რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც მშობლებმა სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართონ.

პროფესორის თქმით, ჰეპატიტის წარმოშობის ერთ-ერთ ვერსიად წარსულში გადატანილი კოვიდინფექცია სახელდება, თუმცა ეს დადასტურებული არ არის და ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები კვლევებს ატარებენ.