რა აქტივობებს ახორციელებს დუისის საგანმანათლებლო ცენტრი
“კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF)” დუისისა და ჯოყოლოს საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრები 2009 წლიდან დღემდე პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაციას უწყობს ხელს.
საგანმანათლებლო ცენტრები არის ადგილი, სადაც პანკისის ხეობის 17 სოფლიდან მოსწავლეებს და აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, სრულიად უფასოდ ცოდნა გაიღრმავონ შემდეგ საგნებში:ქართული ენა, ისტორია, უნარ-ჩვევები, მათემატიკა, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ინგლისური ენა, ხელოვნება და კულტურა; შეისწავლონ: IT პროგრამები, კულინარია, ჭრა-კერვა, თექის მოთელვა, თიხასთან მუშაობა, ცეკვა, ფოლკლორი.
ცენტრის მოსწავლეებს, გარდა საგანმანათლებლო მიმართულებებისა, შეუძლიათ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ინტელექტუალურ, სპორტულ თუ გასართობ ღონისძიებებში, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას და სამოქალაქო ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდას.
დუისის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრში გამოყოფილია სივრცე ,,პანკისის ქალთა საბჭოსა’’ და ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფებისათვის.
იხილეთ knews.ge-ის მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი: