უკრაინაში დაღუპული საგარეჯოელი მებრძოლი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს
უკრაინაში დაღუპული ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელში გადაასვენეს.
42 წლის ქართველი მოხალისე, საგარეჯოს მუნიციპლიტეტის სოფელ გომბორიდანაა. ზვიადაური საქართველოში გუშინ, 25 ივნისს ჩამოასვენეს.
ცხედარს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები ელოდებოდნენ. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ზურგიდან, დაჭრილის გამოყვანის დროს აქვს მიყენებული და ნასროლი აქვს საკონტროლო ტყვიაც. ქართველი მებრძოლი დაახლოებით 10 დღის წინ ლუგანსკის ოლქში დაიღუპა.ზვიადაურს, მშობლიურ სოფელში, სამშაბათს, 28 ივნისს დაკრძალავენ.
„მას უყვარდა თავისი სამშობლო და უკრაინაში ბრძოლით დაამტკიცა. ვიცით, რომ ბრძოლის დროს დაიღუპა კილომეტრნახევარი უთრევია დაჭრილები და ამ დროს ესროლეს. საამაყო ბიჭია ჩვენთვის. გუშინ ჩამოასვენეს სამშობლოში. დახვდა საპატიო ყარაული და ჩოხოსნები. გვარდიაც იქ იყო ესე უნდა იყოს შეკრული საქართველო” , – აცხადებს დაღუპულის ბიძა ნუგზარ ჭინჭარაული.
24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.