“გურჯაანის ნაყინი” დიაბეტურ ნაყინს ბაზარს 10 დღეში ისევ მიაწვდის
“გურჯაანის ნაყინი” დიაბეტურ ნაყინს ბაზარს 10 დღეში ისევ მიაწვდის.
ნაყინის მწარმოებელი კომპანია შპს „აისის“ გენერალური დირექტორი გურამ ბერიკაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის კომპანია 32 დასახელების სხვადასხვა ნაყინს უშვებს. რაც შეეხება გაყიდვებს, ის პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე უახლოვდება.
„დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ბევრი ვაწარმოეთ, შესაფუთი მასალა გამოგველია, შეკვეთილია და რამდენიმე დღეში თურქეთიდან ჩამოვა. ამჟამად, დიაბეტური ნაყინი მხოლოდ ვანილის არომატით იწარმოება, მომავალის სეზონისვის კი სხვადასხვა არომატსაც დავამატებთ“-აცხადებს ბერიკაშვილი.