ახალი ამბები

დიზელზე ფასის ზრდის გამო ფერმერები მარცვლეულის გაძვირებას აანონსებენ

დიზელზე ფასის ზრდის გამო ფერმერები მარცვლეულის გაძვირებას აანონსებენ.

როგორც ფერმერი ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, საწვავის ხარჯს მთლიან ხარჯებში 30-40%-მდე წილი აქვს. მისი განმარტებით, დიზელის ფასთან ერთად გაზრდილია სასუქებისა და პესტიციდების ღირებულებაც, რაც დამატებით წნეხია ბიზნესისთვის, შესაბამისად, ბენიაიძის თქმით, პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია.

“მაგალითად დიზელი თუ ორი წლის წინ 1,40 ღირდა, დღეს 1 ლიტრის ღირერბულება 4,5 ლარია, რაც ძალიან დიდი ზრდაა. მოსავლის აღებასთან ერთად ეგრევე იწყება მოხვნითი სამუშაოები, მიწის დამუშავების სამუშაოები, რაშიც ძალიან დიდი წილი უჭირავს დიზელის ფასს. ეს აისახება თვითონ მარცვლეულის ღირებულებაზე, ეს არის ჯაჭვური რეაქცია.

გაძვირდება მარცვლეული, გაძვირდება პირუტყვის გამოსაკვებად საჭირო საკვებიც, რაც საბოლოოდ რძის თვითღირებულებაზეც აისახება, ეს კი სავარაუდოდ საბოლოო პროდუქტზეც იქონიებს გავლენას”, – ამბობს ფერმერი ნიკოლოზ ბენიაიძე.