ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ თეორიულად დეოლიგარქიზაციის კანონის სამ ვარიანტს განიხილავს

„ქართული ოცნება“ თეორიულად დეოლიგარქიზაციის კანონის სამ ვარიანტს განიხილავს – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ კანონს უკრაინიდან გადმოიღებენ, მაშინ ოლიგარქის ცნების ქვეშ „ქართული ოცნების“ მხარეს არავინ მოხვდება, ოპოზიციის მხარეს კი ასეთები იქნებიან.

„დეოლიგარქიზაციაზე სამი ვარიანტი ვთქვით, როდესაც კანონი შეიძლება დაიწეროს ამაზე, შეიძლება უკრაინული კანონი დავაკოპიროთ პირდაპირ და შეიძლება არანაირი კანონი არ მივიღოთ, თუ ამის საჭიროება არ იქნება. ჯერჯერობით ამაზე დისკუსია დაწყებული არ არის.

კანონი რომ დავაკოპიროთ უკრაინიდან, ამ შემთხვევაში ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, მაგრამ “ქართული ოცნების” მხარეს არავინ მოხვდება, მათ შორის არც ჩვენი პარტიის ყოფილი თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

აქედან გამომდინარე თეორიულად სამ ვერსიაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უფრო ფართო დისკუსია უნდა იყოს ამ თემაზე“, – განაცხადა კობახიძემ.