ახალი ამბები

პოლარიზაციის დასრულებისთვის დიალოგისთვის მზად ვართ – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მზად არის პოლარიზების შესამცირებლად ნაბიჯები გადადგას.

დღეს, 24 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა მიღწევად შეაფასა და ოპოზიციას პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდა.

“მოგეხსენებათ, რომ ჩამოთვლილ პირობებში არის პირდაპირი მითითება და პირობა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ძალებმა პოლარიზების დასრულება მოვახერხოთ. მინდა ჩვენი გუნდის სახელით კიდევ ერთხელ განვაცხადო მზაობა, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ. კარი არასდროს დაგვიხურავს. იმედი მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ, რადგან პირველი პირობა, რაც პოლარიზების დასრულებას ეხება მათი პასუხისმგებლობაც არის”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ მთავრობა ევროკომისიის მიერ დასახელებულ ყველა პირობას შეასრულებს, პოლარიზაციის დასრულების ნაწილში კი მისი თქმით, პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს.

“მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ყველა ის პირობა, რაც მმართველი ძალის შესასრულებელია პირობას ვაძლევ ჩვენს ხალხს, რომ რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან მოკლედ დროში შესავასრულებთ”,-აცხადებს პრემიერი.