საქართველოს ევროპული გზა მონიშნულია – იცით რა, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს – ბორელი
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა twitter-ზე მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და პირობები შეასრულოს.
“საქართველო ახლა ნამდვილად დგას ევროპულ გზაზე. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ. პირიქით, ეს ასევე არის ნიშანი აღიარებისა და მკაფიო მხარდაჭერისა. ამჟამად საქართველოს ევროპული გზა სრულყოფილად მონიშნულია, იცით რა, როგორ და როდის [უნდა გაკეთდეს]. ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ საქართველოს საზოგადოების მხარდასაჭერად, გამოიყენოს ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა მისი ევროპული მომავლის ასაშენებლად”,-ამბობს ბორელი.
გუშინ ევროპულმა საბჭომ გაიზიარა ევროკომისიის შეფასებები უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ. ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.