ახალი ამბები

ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება

ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს ასფალტის ახალი საფარის დაგებას, გამყოფი მწვანე საფარის განახლებას და გარე განათების მოწყობას.

,,სამუშაოებიდან გამომდინარე, ალაზნის გამზირზე შესაძლოა დროებით შეფერხდეს ტრანპორტის გადაადგილება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მიმართულებებით, რათა მოქალაქეებს ტრანსპორტით გადაადგილების დროს პრობლემა არ შეექმნათ”,-განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.