ახალი ამბები

თელავის თეატრის შიდა სივრცეში მოქცეული ძეგლის ფოტოები

დღეს თელავის თეატრის შიდა სივრცეში მოქცეული ეს არქიტექტურული ძეგლი ,,ბატონის ციხეში“ მდებარე ,,კარის ეკლესიის’’ მსგავსად, თავდაცვითი ნაგებობაცაა – მეორე სართული საბრძოლო კოშკის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს – შემორჩენილია სათოფურები.

აღსანიშნავია, რომ შენობის პირველ სართულზე სამლოცველო იყო განთავსებული. მსგავსი არქიტექტურა გვიანი შუასაუკუნეების კახეთის ხუროთმოძღვრებისთვის იყო დამახასიათებელი.