თელავში, სახალხო დამცველის აპარატმა ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით წლიური ანგარიში წარმოადგინა
თელავში, სახალხო დამცველის აპარატმა წლიური ანგარიში წარმოადგინა.
სახალხო დამცველის აპარატის კახეთის ოფისის წარმომადგენელი, ნათია ფიცხელაური აცხადებს, რომ 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბარია ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე.
,,სახალხო დამცველის აპარატი ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ, საქართველოს პარლამენტის წინაშე წარადგენს წლიურ ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. შესაბამისაც წელსაც სახალხო დამცველის აპარატს წარდგენილი აქვს 2021 წლის ანგარიში და ჩვენ კახეთის ოფისის წარმომადგენლებმა, რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს გავაცანით. ვისაუბრეთ ძირითად აქცენტებზე და ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე რომელიც ასახულია ანგარიშში”, – განაცხადა ნათია ფიცხელაურმა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში, ეთერ შიუკაშვილი აცხადებს, რომ საანგარიშო პერიოდში, აპარატში 4 666 განცხადება-საჩივარი იყო შესული. მისი თქმით, ისინი ეხებოდა გენდერული თანასწორობას, ბავშვთა უფლებებს, ხანდაზმულთა საკითხებს და სხვას.
,,მსგავსი შეხვედრების მიზანია, რომ გავზარდოთ ცნობიერება რეგიონში სახალხო დამცველის აპარატის შესახებ და მივაწოდოთ სამიზნე აუდიტორიას იმ საკითხებზე ინფორმაცია რაზე ვმუშაობთ”,- განაცხადა ეთერ შიუკაშვილმა.