ახალი ამბები

თელავის სატრანსპორტო სამსახურის მძღოლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

თელავის სატრანსპორტო სამსახურის მძღოლებისა და ტექნიკური პერსონალისათვის ტრენინგი ჩატარდა.

შეხვედრაზე ავტობუსების მწარმოებელი კომპანია ,,ოტოკარის”,, წარმომადგნელებმა თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის თეორიული და ტექნიკური მახასიათებლების, ასევე ტრანსპორტის ექსპლოატაციისა და მოხმარების ზოგადი წესების შესახებ ისაუბრეს.

ტრენინგი ავტობუსებისა და მძღოლების გადამზადების პროგრამის ფარგლებში უკვე მესამედ ჩატარდა. დღესვე, კომპანია ,,ოტოკარის”,, წარმომადგენლებმა ქალაქის მასშტაბით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება განახორცილეს.