ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის პერსპექტივის მიცემას და მოლდოვა-უკრაინის კანდიდატობას
ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემას.
რეზოლუციის მიხედვით, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გაცემული რეკომენდაციები, რის შემდეგაც მასაც მიეცემა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
“ვინაიდან 2022 წლის 17 ივნისს კომისიამ გამოაქვეყნა თავისი მოსაზრებები უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს წევრობის განაცხადების შესახებ და რეკომენდაციას უწევს საბჭოს, რომ სამივე ქვეყანას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას რესპუბლიკას, ხოლო საქართველოსთვის კომისიამ რეკომენდაცია გაუწია კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც ქვეყანა დააკმაყოფილებს გარკვეულ კრიტერიუმებს”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.