ახალი ამბები

მეხუთე დღეა საგარეჯოში 50 წლის მამაკაცს ეძებენ

მეხუთე დღეა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავის ტყეში 50 წლის მამაკაცს ეძებენ.

მამაკაცის ახლობლების თქმით, მან საქონელი სამწყემსად წაიყვანა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. თანასოფლელების ინფორმაციით, მაშველებმა, საქონელს მიაკვლიეს, თავად მამაკაცი ჯერჯერობით, არ ჩანს.

სამაშველო სამსახურთან ერთად, საძიებო სამუშაოებში, ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს. ძებნის ოპერაცია, დღეს დილიდან ისევ განახლდა, თუმცა წვიმიანი ამინდის გამო, სამუშაოები შედარებით გართულებულია.