ახალი ამბები

კახეთში, სანიაღვრე არხში 9 წლის მოზარდი დაიხრჩო

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში 9 წლის მოზარდი დაიხრჩო.

შემთხვევა 17 ივნისს დაახლოებით 21 საათზე იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში მიდიოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, იმ დროს როდესაც ბავშვი მაღაზიაში მიდიოდა, ძლიერი წვიმა დაიწყო და ქარი ამოვარდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ წვიმის და ქარის გამო მოზარდი სანიაღვრე არხში ჩავარდა, სადაც წყლის დიდი რაოდენობა მოდიოდა.
მოზარდის გვამი სწორედ სანიაღვრე არხში ნახეს.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.