22 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 17 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 18 ივნისის დილამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა.
18 ივნისის დილიდან 22 ივნისამდე შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27-, +32 გრადუსი დაფიქსირდება.