საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნა დღეს გამოქვეყნდება
ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს.
„პრესაში წავიკითხე ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის სრული სიცრუე. კომისიამ გუშინ არაფერი გადაწყვიტა, გამართა შესავალი დებატები, რომელიც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს გამოთქვან აზრები და შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან.