ახმეტის #2 საჯარო სკოლა ნომინაციის „მწვანე სკოლის ეზო” გამარჯვებულია
ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” მიერ ორგანიზებულ კონკურსში, ახმეტის #2 საჯარო სკოლამ ნომინაციაში „მწვანე სკოლის ეზო” გაიმარჯვა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა სკოლის ადმინისტრაციას პირადად მიულოცეს გამარჯვება და სერტიფიკატები გადასცეს.
კომპანია „ორიფლეიმმა” კი კონკურსში გამარჯვებული სკოლისთვის უზრუნველყო ბიბლიოთეკის მოწყობა, რომელიც აღჭურვილია, როგორც შემეცნებითი, ასევე, მხატვრული ლიტერატურითა და თანამდეროვე ავეჯით, რათა ბავშვებმა სიამოვნებით გაატარონ დრო ბიბლიოთეკაში.
ორგანიზაციამ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” სკოლას გადასცა ეკო-ყუთები, სადაც სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწვალებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოახდინონ ქაღალდისა და პლასტმასას სეპარაცია, სკოლას ასევე, გადაეცა ნერგები, მიღწეული შედეგის გაუმჯობესებისა და სკოლის ეზოს სილამაზის შენარჩუნების მიზნით.