ქალის საშუალო ხელფასი, საქართველოში თვეში 1.184 ლარია კაცის კი _1.695 ლარი
საქსტატის გამოქცეყნებული სტატისტიკური ინფორმაციით, 2022 წლის 1 კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1,446 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 15.1%-ით, ანუ 190 ლარით მეტია.
20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, “ხელზე ასაღები” საშუალო ხელფასი 1,156 ლარს შეადგენს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დიდია სხვაობა ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის – ქალებისთვის საშუალო ხელფასი 1,184 ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით ანუ 162 მილიონი ლარით მეტია. საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, ეს თანხა ხელზე 947 ლარის ხელფასს ნიშნავს.
კაცებისთვის საშუალო ხელფასი 1,695 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 221 ლარით, ანუ 15.1%-ით მეტია. საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, ეს თანხა ხელზე 1,356 ლარის ხელფასს ნიშნავს.
საქსტატის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 037.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 24.1 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 339.9 (გაიზარდა 8.3 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 963.5 ლარი (გაიზარდა 9.1 პროცენტით);
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 900.0 ლარი (გაიზარდა 15.9 პროცენტით).