ახალი ამბები

გურჯაანი- თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანა დაიწვა

გურჯაანი- თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანა დაიწვა.

მანქანის მძღოლის თქმით, ავტომობილს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა და მან ავტომობილის დატოვება დროულად მოასწრო. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო- სამაშველო სამსახური იყო გამოძახებული.

ხანძრის შედეგად სატვირთო მანქანის ნაწილი დაიწვა.