სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
სოფელ ახაშენსა და ჩუმლაყში დაზიანებულია ვენახები, ატმის ბაღები და სხვა ნარგავები.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, ზარალის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.