საქსტატი- საქართველოში ერთი ადამიანი წელიწადში 127 კგ ფქვილს მოიხმარს
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ერთი მაცხოვრებელი წლის განმავლობაში, საშუალოდ 127 კილოგრამ ფქვილს მოიხმარს – საუბარია პურ-ფუნთუშეულსა და სხვა ნაწარმზე, რომელიც ფქვილს შეიცავს.
საქსტატის თანახმად, საქართველო წლიურად დაახლოებით 136 ათას ტონა ხორბალს აწარმოებს, თუმცა ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას ვერ პასუხობს, ამიტომაც ქვეყანას წლიურად 482 ათასი ტონა ხორბალი შემოაქვს.
საქსტატის თანახმად, ერთ მოსახლეზე საშუალოდ 127 კგ ფქვილის ნაწარმის მოხმარება მოდის, რაც დღეში 349 გრამ ფქვილის ნაწარმს ნიშნავს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ხორბალი კახეთის რეგიონში მოჰყავთ, სადაც 2021 წელს 100 ათასი ტონა ხორბალი მოიყვანეს, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი 14 ათასი ტონით და მესამეზე შიდა ქართლი 10.4 ათასი ტონით.
საქსტატის მიხევდით, საქართველოში ხორბლის წარმოება მზარდია:
2018 წელს – 107 ათასი ტონა;
2019 წელს – 101 ათასი ტონა;
2020 წელს – 102 ათასი ტონა;
2021 წელს – 136 ათასი ტონა.