ახალი ამბები

11 წლის დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მცხოვრებ 11 წლის დაჩის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

ბავშვს ცოტა ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნის, იუნგის სარკომის დიაგნოზი დაესვა. დაჩის საქართველოში გაუკეთდა ოპერაცია, მას შემდეგ რაც პერიოდული ტკივილები ჰქონდა მკერდთან, ფეხების ტკივილი და სისუსტე. აღმოჩნდა რომ დიაგნოზი მძიმეა და სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ.

,,ოჯახი ბავშვის გადაყვანას სამკურნალოდ დახმარების გარეშე ვერ შეძლებს. მიზანია შეგროვდეს მინიმუმ გზის ფული, რომ საფრანგეთში ჩასვლა შეძლონ. ყოველი თეთრი მნიშნველოვანია ბავშვის გადასარჩენად, ვთხოვთ ყველას დახმარებას”,-აცხადებენ ბავშვის ოჯახის წევრები.

საქართველოს ბანკი
#GE42BG0000000499303286
მიმღები: უჩა მაშვნიაშვილი (მამა)
დედა: მანანა ოთარაშვილი