ყვარლის მერიამ ახალგაზრდული სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების კონკურსი გამოაცხადა
ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების კონკურსი იწყება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიააში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-30 წლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს, რომელიც არ არის დასაქმებული საჯარო უწყებაში.
,,სტრატეგიის ფარგლებში პრიორიტეტულია შემდეგი სახის პროექტები: სოციალურ-ეკონომიკური ტიპის საწარმოები; შემოქმედებითი სტუდიები და სახელოსნოები; სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო პროფესიული სასწავლო კურსები;სასწავლო, ტურისტული და სარეკრეაციო ტიპის სტარტაპები.
პროგრამის მიზანია, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, მათი შემოქმედებითი იდეების რეალიზება და სოციალური გარემოს გაუმჯობესება. იდეის თანადაფინანსების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 5000 ლარს, განაცხადი კი მიიღება 24 ივნისის ჩათვლით”,- აცხადებენ მერიაში.
(დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მსურველს შეუძლია დაგვიკავშორდეს შემდეგ ელ.ფოსტაზე: kvareli.youth@gmail.com
სარეგისტრაციო ფორმა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/kvareli_youth )