როგორ მუშაობს კახეთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა რეგიონული ოფისი
კახეთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა რეგიონულ ოფისში ბენეფიციარები ყოველ ორშაბათს იკრიბებიან.
კლუბის წევრებისთვის ეს ინფორმაციის გაცვლის და საერთო პრობლემების მქონე ადამიანების შეკრების ადგილია. მაია რაზმაძე თარჯიმანი და ყრუ და სმენადაქვეითებულთა კახეთის ოფისის ხელმძღვანელია, ის რამდენიმე წელია თარჯიმანია. მისი თქმით, ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კომუნიკაცია მთავარი პრობლემაა, რადგან საჯარო და კერძო დაწესებულებებში ჟესტების ენით არავინ საუბრობს.
კახეთის მასშტაბით ყრუ და სმენადაქვეითებულთა კლუბში 150-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა როგორც მაია რაზმაძე ამბობს, რეგულარულად შეკრებებზე 20-30 ადამიანი დადის.