1-ლი ივლისიდან კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზი 20%-ით ძვირდება
რეგიონებში 1-ლი ივლისიდან კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზის საფასური 20%-ით 1.15 ლარიდან 1.38 ლარამდე იზრდება.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიები ავრცელებენ. ბოლო 8 თვეში ეს უკვე გაძვირების მეორე ტალღაა. 2021 წლის დეკემბრამდე 1 კუბური მეტრის საფასური 95 თეთრს შეადგენდა. ახალ ტარიფი დეკემბრამდელ ფასთან შედარებით 45%-ით მეტი იქნება.
გადაწყვეტილებას სოკარში მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივი გაზზე ფასის მატებით ხსნიან. 2023 წლამდე გაძვირება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს არ შეეხებათ და ისინი 1 კუბურ მეტრში კვლავ 57 თეთრს გადაიხდიან, თუმცა წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ ბიზნესსექტორისთვის ენერგორესურსების გაძვირება პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე აისახება, რაც ისევ მომხმარებლის ჯიბიდან დასაფარი ხდება.