საგარეჯოში, მწერალ რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში, მწერალ რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.
უწყებამ სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა.
პროექტის ღირებულება 165 243 ლარია და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.