სტუდენტებისთვის აშშ-ს ვიზის მიღების პროცესი მარტივდება – აშშ-ს საელჩო
საქართველოში აშშ-ს საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ში სწავლის გაგრძელების მსურველ აპლიკანტები სავიზო პროცედურებს შედარებით დაჩქარებული წესით გაივლიან.
“აშშ-ის მისია საქართველოში მიესალმება შეერთებულ შტატებში სწავლის მსურველ აპლიკანტებს და სავიზო პროცესის გაადვილებისთვის მუშაობას აგრძელებს. გვსურს, შეგატყობინოთ, რომ საკონსულო განყოფილება ამატებს დაჩქარებული გასაუბრების შეზღუდულ რაოდენობას სტუდენტური და გაცვლითი ვიზიტის აპლიკანტთათვის, რომელთა მგზავრობის მიზანი არის სწავლის დაწყება ან გაგრძელება აშშ-ში დასაბუთებული სწავლისათვის და რომელთა პროგრამის დაწყების თარიღი დაჩქარებული გასაუბრების მოთხოვნის თარიღიდან 60 დღის ვადაშია”,-წერია საელჩოს განცხადებაში.