„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ლაგოდეხში შეხვედრა გამართეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ.
პარტიის წარმომადგენლების თქმით, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და რეგიონალური მდივანი გიორგი ბოტკოველი ლაგოდეხში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ.
„ისინი მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების სიკეთეებზე ესაუბრნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.