საგარეჯოში სტალინის გამოსახულებიანი მარმარილოს ქვა აღადგინეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნისათვის მოწყობილ “გმირთა სავანეში,” ქვაზე გამოსახული სტალინის ფოტო აღადგინეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, დაუდგენელმა პირებმა, ქვაზე გამოსახული სტალინის ფოტოს, ბასრი საგნით თვალები დასთხარეს.
პატარძეულელები ამბობენ, რომ ობელისკსაც და სტალინის დაზიანებულ სურათსაც რეაბილიტაცია საკუთარი ძალებით ჩაუტარეს.
საგარეჯოს მუნიციპლიტეტის მერიაში ამბობენ, რომ სტალინის სურათიანი ქვის, როგორც საბჭოთა სიმბოლიკის აღებას, არ აპირებენ.
2011 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “თავისუფლების ქარტიის” მიხედვით, საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენება საჯარო ადგილებში აკრძალულია.