სოფელ ვარდისუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა მოიცავს საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი ოთახების, ასევე სასადილოს, სათავსოების, ჰოლის, ადმინისტრაციული და სამრეცხაო ოთახების, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბისა და საქვაბის მოწყობას.
პროექტი ითვალისწინებს ბაღის, სკამების, ფარდულების, სათამაშო მოედნების, სანაგვე ურნების და წყლის შადრევნების მოწყობასაც. ვარდისუბნის საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიები ,,პროდიუს ინვერსტემნტი,, და ,,მეტაგ ინშაათ ტიკარეტ,, ასრულებენ.
სამშენებლო სამუშაოები, რომელზეც 3 559 611 ლარი დაიხარჯება, 2023 წელს დასრულდება.