რა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ უცხოელებს გურჯაანის ტექნოპარკში
გურჯაანის ტექნოპარკი წარმოადგენს ფიზიკურ სივრცეს, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის.
ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.
ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დახმარება გაუწიოს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.
გურჯაანის ტექნოპარკის სერვისით ისარგებლა უკრაინელმა სტუდენტმა ლიზა რადიონოვამ. მისი თქმით, ის საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. იგი განმარტავს, რომ უცხოეთში სწავლობდა და სწავლის დასრულების შემდეგ, უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო სახლში დაბრუნება ვერ მოახერხა.
ახალგაზრდას თქმით, მან გურჯაანის ტექნოპარკის სხვადასხვა სერვისით ისარგებლა, რაც დისტანციურად სხვადასხვა სამუშაოს შესრულებაში დაეხმარა.
ნახეთ ვიდეო, გაეცანით ლიზა რადიონოვას ისტორიას და გაიგეთ რა სერვისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ გურჯაანის ტექნოპარკში: