„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური პისიარ ტესტები შემოვა
„მაიმუნის ყვავილის”, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ადამიანი 21 დღის განმავლობაში იზოლაციაში იყოს.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ დაამატა, რომ „მაიმუნის ყვავილის” გავრცელების კუთხით საქართველო დაბალი რისკის ქვეყნად ითვლება, თუმცა ეპიდზედამხედველობის გაძლიერება მაინც მნიშვნელოვანია.
„დღეს არის ეგრეთ წოდებული დაკვირვების და მზადყოფნის რეჟიმი. უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე, გვქონდეს სიმძლავრეები, რომ დავსვათ ლაბორატორიული დიაგნოზი. ჩვენთან, ლუგარის ცენტრში გვაქვს საშუალება, გენუმის სეკვენირებით დავადგინოთ ვირუსი. მოვახდინოთ „მაიმუნის ყვავილის” ვირუსის იდენტიფიცირება.
„მაიმუნის ყვავილის” ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ სულ მალე სპეციალური პისიარ ტესტი გვექნება. ჩვენ მაინც დაბალი რისკის ქვეყნად ვითვლებით, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა და ლაბორატორიული მზადყოფნა. საეჭვო სიმპტომებით თუ გამოჩნდა ადამიანი, აუცილებელად 21 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლაციაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.