ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების გზით გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე იმსჯელეს

World Vision საქართველოს ფონდის ორგანიზებით, ახალი პროექტის “გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების გზით” პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს რაიონებში გენდერული ნიშნით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, სწორედ ამიტომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლებში მცხოვრებ მშობლებსა და თემებში, ასევე სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერული ნორმების, დამოკიდებულებებისა და ქცევების მიმართ ცნობიერების ამაღლებას და ზიანის შემცირებას.

პროექტის ფარგლებში იგეგმება გენდერული მიმართულებით სამაგიდე კვლევის ჩატარება, რომელიც მოიცავს COVID-19 პანდემიით გამოწვეული ზიანის შესწავლას და რეკომენდაციების შემუშავებას ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებებისთვის გზამკვლევების შემუშავება საგანმანათლებლო დაწესებულებების პრაქტიკოსების გადამზადება, მცირე გრანტების კონკურსი და თემში ცნობიერების ამაღლების კამპანიები.

პროექტი ერთწლიანია და კანადის საელჩოს მხარდაჭერით ხორცილდება საქართველოს სამ რეგიონში: სამცხეჯავახეთში, იმერეთსა და კახეთში.