ახალი ამბები

,,გარბენი უკრაინისთვის” საქველმოქმედო მარათონი თელავში გაიმართება

კახეთში საქველმოქმედო მარათონი გაიმართება. 5 ივნისს, უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი სპორტული გარბენი თელავში ჩატარდება.

გარბენი 10 კილომეტრის სიგრძის დისტანციაზე, ლოპოტას მიმდებარედ მოეწყობა და მარათონის ყველა მონაწილე უკრაინის სიმბოლიკიან მაისურს, ადგილზე მიიღებს.
გარბენს ქალებსა და მამაკაცებს შორის, თითო გამარჯვებული ეყოლება. უკრაინის მხარდასაჭერად გამართული მარათონის შემდეგ, ადგილზე ჯგუფი “მგზავრები,, სოლო კონცერტს გამართავს. გარბენის შედეგად შეგროვილი თანხა, სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერად. მარათონის ორგანიზატორი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშოროსო ფონდია.