დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიება დაგეგმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და სამინისტროების ჩართულობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნება. კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში გაიმართება კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. ქალაქები მორთულია სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მეურნეობის სამინისტრო თელავში მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს.
ფიცის დადების ცერემონიალი 5 რეგიონიდან იქნება: კახეთი – სოფელი მატანი; ფოთი – პორტი; ხევსურეთი – გუდანის ჯვარი; დმანისი; გურია – შემოქმედი.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში აღიდგინა.